“არც ხაზარაძეს და არც არავის ბურჯანაძესთან, პუტინის მომხრე რუსულ ვექტორთან არაფერის ახსნა არ მოუწევს, ვის უნდა ჩავაბაროთ ანგარიში, გამორიცხულია, ასევე, “ვეფხისტყაოსნის” ციტატებით საუბარი არ არის მომგებიანი” – თაკო ჩარკვიანი
“პროცესი უეჭველად მოიტანს ყველაფერს, არ არის საჭირო, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვუკარნახოთ რაიმე რიცხვი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა, მაგრამ ასე გამოვარდე და ხაზარაძის საპასუხოდ რაიმე თქვა, არაა სწორი”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია „;ლელოს“ ლიდერმა თქვა, რომ არჩევნების გადმოტანა 2022 წელს შესაძლებელია.
თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძის იმ განცხადებას პაუხობს, რის მიხედვითაც ბურჯანაძემ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე ოპოზიციონერ კოლეგებს აუხსნის, თუ რატომ გააჟღერა 2022 წელს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის დაშვება.
„მაპატიეთ, მაგრამ რუსულ ვექტორთან ვზივარ გასუსული და ხმას არ ვიღებ მხოლოდ იმიტომ, რომ უზურპატორი გვყავს მოსაცილებელი და ნინო ბურჯანაძეს მინდა, შენიშვნა მივცე, რომელმაც თქვა, რომ ანგარიში უნდა ჩაგვაბარონ – ვის უნდა ჩავაბაროთ ანგარიში ან მე ან ვინმემ, გამორიცხულია, პუტინის მომხრე პარტია ვერასდროს ვერ მომთხოვს ანგარიშს. რა ახსნა-განმარტება მოუწევს ხაზარაძეს ბურჯანაძესთან, რუსულ ვექტორთან, არავის არაფერი არ მოუწევს.
ერთი ასეთი თვისება მაქვს, რომ ყოველთვის ვპასუხობ. მე არც ოქრუაშვილის განცხადება მომეწონა და არც – ბურჯანაძის. პირდაპირ გეუბნებით, მეც არ ვემხრობი ხაზარაძის ასე პირდაპირ გამოქვეყნებულ თარიღს არჩევნებთნ დაკავშირებით, მაგრამ „ანგარიში ჩაგვაბაროს“ და „ჯაბანნი“ , “ვეფხისტყაოსნის” ციტატები არ არის მომგებიანი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთმანეთთან ფრთხილები ვიქნებოდით. მე პირადად უმძიმეს ვითარებაში მიწევს, ვიჯდე და თვალები დავხუჭო რუსეთის მომხრე, უბლოკო სტატუსის მომხრე ვექტორთან”, – განახადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2022-ის არჩევნების იდეა ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც იმსახურებს მსჯელობას და 2024 წლამდე შესაძლებელია ამის განხილვა.
ამასთან, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „როგორი რთული შესათანხმებელიც იქნება ხელისუფლებასთან 2021 წელს არჩევნების ჩატარება, ხელისუფლებამ, რომელსაც არ ესმის, რამხელა პრობლემაში შეიყვანა თავის თავი და ქვეყანა, ისევეთივე რთული იქნება 2022-ის შეთანხმებაც და რატომ უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას 2022-ზე მე უბრალოდ არ მესმის და, ალბათ, ჩვენი კოლეგები აგვიხსნიან შეხვედრის დროს“.
ასევე, შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ დაწერა: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი.” 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ.“
ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაძარაძემ ირაკლი ოქრუაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ 2022-ის არჩევნების იდეა ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც იმსახურებს მსჯელობას და ლაპარაკია სრულ პროპორციულ არჩევნებზე.
„მთვარი საკითხია 2024 წლის არჩევნების გადმოწევა. ოქრუაშვილის სტატუსი არ წამიკითხავს, მითხრეს და ასეთ მდაბიო განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ და, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ტალახის სროლა უნდა დასრულდეს, ჩემთვის ანალოგიური ენით საუბარი ძალიან დაბალი დონეა”, – თქვა ხაზარაძემ.