საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.74 მლრდ ლარს შეადგენს
ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.74 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.27 პროცენტია.
2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.99 მლრდ ლარით, ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 55.9 მლრდ ლარი შეადგინა.
2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 1.01 მლრდ ლარით (2.78%-ით) გაიზარდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.77%-ით. სესხების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 37.36 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 313.86 მლნ ლარით (1.97%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 696.31 მლნ ლარით (3.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.16%-ით).