დიმიტრი ხუნდაძე: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია და მაქსიმალურად აზღვევს პროცესების სწორად მართვას.

მისივე თქმით, პანდემიის ვითარებაში ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება შეუძლებელია.

„ბიუჯეტი არის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც არის საშუალება პრობლემების მოგვარების, მაგრამ, რა თქმა უნდა, სურვილები შესაძლებლობას ვერ გაცდება. ამიტომ, ამ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს არის მაქსიმალურად რეალისტური ბიუჯეტი. პანდემიის ფონზე ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება არის შეუძლებელი, მაგრამ ეს ბიუჯეტი მაქსიმალურად აზღვევს ამ პროცესის სწორად მართვასაც”, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები