დავით სერგეენკო: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია პანდემიის კრიზისის მართვასა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაზე

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია როგორც პანდემიის კრიზისის მართვაზე, ასევე, ეკონომიკის ფეხზე დაყენებაზე.

მისივე თქმით, ძალიან რთული იქნება ბიუჯეტის პროექტის ხანგრძლივი შედეგების შეფასება, რადგან ეს მიმართულია კრიზისის მართვაზე.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია როგორც პანდემიის კრიზისის მართვაზე, ასევე, ეკონომიკის ფეხზე დაყენებაზე. ძალიან რთული იქნება ბიუჯეტის პროექტის ხანგრძლივი შედეგების შეფასება, რადგან ეს მიმართულია კრიზისის მართვაზე. იმედი მაქვს, რომ პანდემიის მართვა ვაქცინაციის დახმარებით მალე მოხდება და შესაძლებელი იქნება ის, რომ მთავარი აქცენტი მიმართული იყოს არა პანდემიაზე, არამედ – ეკონომიკის სწრაფად აღდგენაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები