„რასაკვირველია, ამას არავინ შეეგუება. ისევე, როგორც წლების შემდეგ დაიშალა ბერლინის კედელი, ეს მავთულხლართები აღარ იარსებებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი წალენჯიხის სოფელ ფახულანთან საოკუპაციო ძალების მიერ ახალი მავთულხლართების გავლებას.
ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რთულ ვითარებას საზოგადოება სწორად აფასებს.
„რასაკვირველია, ამას არავინ შეეგუება. ისევე, როგორც წლების შემდეგ დაიშალა ბერლინის კედელი, ეს მავთულხლართები აღარ იარსებებს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება რთულ ვითარებას სწორად აფასებს და არავის ექნება განცდა, რომ ეს ტერიტორია დაკარგულია ან შეიძლება, ოკუპანტმა თავისი სტრატეგიული სამხედრო ინტერესები გაატაროს ამ რეგიონში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან 26-27 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განხორციელდა.