სალომე სამადაშვილი: ოპოზიციის მოთხოვნები არ გადახედილა და ის არის შეთანხმებული პოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები არ გადახედილა და ის არის შეთანხმებული პოზიცია.

„მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არსებობს განსხვავებები, ოპოზიციამ შეძლო და სტრატეგიულად შეინარჩუნა ერთიანობა. ჩვენი მოთხოვნები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა და საარჩევნო რეფორმა, არ გადახედილა. ეს არის შეთანხმებული პოზიცია და ამის არანაირი გადახედვა არ იგეგმება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გუშინ მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები