ეკატერინე ტიკარაძე: საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია
“საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ COVID-19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსა და მათი ოჯახებისთვის უდიდესი დანაკარგია.
„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსა და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკარგია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე რუხის კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს წარადგენს.