ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის ანგარიშს წარადგენს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის ანგარიშს აცნობს.

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის წარდგენა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, რუხის კლინიკა მიმდინარე წელს გაიხსნა და შემთხვევით არაა, რომ ანგარიშის წარდგენა სწორედ რუხიდან მიმდინარეობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ კლინიკაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ 159 კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეს უმკურნალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები