მიხეილ სარჯველაძე: ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია, პრაქტიკულად, სრულად ესადაგება გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას

“მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია პრაქტიკულად სრულად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში გლობალური პანდემიის გათვალისწინებით შეიქმნა.

“მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია პრაქტიკულად სრულად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ესაა ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში გლობალური პანდემიის გათვალისწინებით შეიქმნა. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი არაა, ყველა ქვეყანას ამ დროისთვის მსგავსი გამოწვევები აქვს. ბუნებრივია, განსაკუთრებული მობილიზება გვმართებს, განსაკუთრებული მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბიუჯეტის მიხედვით ქვეყანამ იმ გამოწვევებთან გამკლავება შესძლოს, რომელიც ძალიან მწვავეა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები