სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს, ამ საქმის მოსაგებად საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია – გოჩა ლორთქიფანიძე

სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს. ამ საქმის მოსაგებად საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ სტრასბურგს წარუდგინა 700 მტკიცებულება და გააანალიზა მასალები.

„მცირე წინსვლა გვაქვს, რადგან რუსეთი თანხის გადახდის ნაწილში დათანხმდა ევროპის საბჭოს შუამავლობას და იმედი გვაქვს, რომ მცირე წინსვლა დიდ პროგრესში აისახება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან.

ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პასუხისმგებლობა დადგეს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები