მომავალი წლის დასაწყისში ინფლაცია 6 % -ს გადააჭარბებს
ლარის ეფექტური კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სავარაუდოდ, 6%-ს გადააჭარბებს.
როგორც “თიბისი კაპიტალის” მაკრო-სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული, წლის ბოლოს 4-5%-ის ფარგლებში იქნება.
დოკუმენტის მიხედვით, ინფლაციის ზრდაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: გაცვლითი კურსიდან მომავალი ზეწოლა, კომუნალური გადასახადების ზრდა, სასაქონლო ფასების ზრდა, 2021 წლის პირველ კვარტალში დაბალი საბაზო ეფექტი.
აქვე განმარტებულია, რომ ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს დაბალი ერთობლივი მოთხოვნა.