პაატა იმნაძე: იმისთვის, რომ პანდემია ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცეს, 60-70 პროცენტი უნდა აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ პანდემია ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცეს, მსოფლიოს პოპულაციის 60-70 პროცენტი უნდა აიცრას.

„იმედი მაქვს, ეს იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყება, დღეისათვის აცრილია მსოფლიოს პოპულაციის 0.04 პროცენტი. ეს არაფერია მაშინ, როცა უნდა აიცრას მსოფლიო პოპულაციის 60-70 პროცენტი, რათა პანდემია გადაიქცეს ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები