დავით სონღულაშვილი: სწორი სტრატეგიაა შესაძლებლობების ეკონომიკურად გარდაქმნა და ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი
სწორი სტრატეგიაა შესაძლებლობების ეკონომიკურად გარდაქმნა და ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი. ჩვენი კომიტეტი მზად არის მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ და მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პლნარულ სხდომაზე წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის შეფასებისას განაცხადა.
მან თავის თავის ხედვა და დამოკიდებულება წარმოადგინა პრემიერმინისტრობის კანდიდატის გამოსვლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ევროპული სახლმწიფოს მშენებლობა და 4 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი და მნიშვნელოვანი ორიენტირია ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის ის ნაწილიც რომელიც ეხებოდა პანდემიის პირობებში შესაძლებლობების, ეკონომიკის ფორმირებისა და ბიზნესის პოსტკრიზისული სწრაფი აღდგენასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირთნ დაახლოების და ასოცირების პროცესი, რაც ლეიტმოტივად გასდევს მთელ სამთავრობო პროგრამას, ეს მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნისა და ევროპის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ერთმანეთთან დაახლოებას. რაც თავის თავში მოიცავს დამატებით რეგულაციებს ან არსებული რეგულაციების დახვეწას. აგრეთვე სამთავრობო პროგრამაში შემოთავაზებულია რეა-ს ინსტრუმენტი, რაც დღეავნდეელ მსოფლიოსთვის თანამედროვე ინსტრუმენტია დაგეგმილი თუ მიმდინარე რეფორმებისთვის.
დაახლოების პროცესი და რეგულაციები არ უნდა იქცეს გამოწვევად ბიზნესისათვის და თითოეული რეფორმა, რომელიც დაგეგმილი იქნება, აუცილებლად უნდა იყოს განხილული ბიზნესსექტორთან ერთად. იმ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც მონაწილე იქმებიან ამ ყველაფერში.
ამისთვის ჩვენი კომიტეტი მზად არის ავიღოთ ეს ფუნქცია, შევქმნათ ეს პლატფორმა სადაც თითოეული რეფომის განხილვისას მოწვეული იქნება ყველა აქტორი, რათა მაქსიმალურად იყოს ყველას ინტერესი და აზრი გათვალისწინებული, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხზე, რაც მისი შეფასებით, სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი შესაძლებლობაა.
„კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია პანდმიის შედეგად. ეს არის ეკონომიკის ხერხემალი და ეს არის ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში.
მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში აქვს ლიკვიდობის პრობლემა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. განსხვავებულად, ვიფიქროთ რა ინსტრუმენტებით შეიძლება, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდობობა გავუადვილოთ და შევქმნათ შესაძლებლობა იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის რეაბილიტაცია. აგრეთვე შესაძლებლობა უნდა მიეცეს მათ იმ ძალიან დიდი პოტენციალით სარგებლობის, რასაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ქვია და რომლითაც ჩვენი ქვეყანა უნიკალურია და გამოირჩევა რეგიონში. იმიტომ, რომ 2 მილიარდ 300 მილიონზე მოსახლეზე ბაზარზე წვდომა აქვს და შესაბამისად ეს შესაძლებლობა და ეს პოტენციალი უნდა იყოს შესაბამისად მაქსიმალურად ათვისებული, ეს ეკონომიკის განვითარებას დიდწილად შეუწყობს ხელს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის კაბინეტის მომავალ წევრებს ის პრობლემა შეახსნე, რაც არა მარტო მის სამაჟორიტარო რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, ეს არის მიწის რეგისტრაციის საკითხი. მისი თქმით, ეს ის გამოწვევაა, რომლის მოგვარების პროცესიც დასაჩქარებელია. „თქვენ აღნიშნეთ, რომ 3 წლის ვადაში უნდა მოხდეს სრულად რეგისრაცია. ეს არის აქტივი, რომელიც ძალიან გამოსაყენებელია ეკონომიკისთვის, იმიტომ, რომ დღეს ფაქტობრივად ამის სრულად ეკონომიკაში ჩართვა და გამოყენება ვერ ხერხდება და ალბათ სწრაფად უნდა შემუშავდეს ამ საინტერესო აქტივის ეკონომიკაში ჩართვისთვის გასატარებელი რეფორმები”, -მიმართა მან გიორგი გახარიას.
თავისი გამოსვლის ბოლოს დავით სონღულაშვილმა ლარის სტაბილურობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი გამოწვევა დგას ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არა მარტო ქვეყნის მოსახლეობის, არა მარტო ბიზნეს ჯგუფების, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვისაც. რადგან ინვესტორები ლარის მდგრადობას დინამიკაში შეხედავენ და ამიტომ კონკრეტული ნაბიჯები იქნება ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში გადასადგმელი. ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ერთად უნდა დავძლიოთ”, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.