თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი თანამედროვეობის ყველაზე დიდი მეცენატები არიან

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი თანამედროვეობის ყევლაზე დიდი მეცენატები არიან, რომლებმაც კულტურის სფეროსთვის მილიარდობით ფული დახარჯეს.

ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ტრენდების ნაწილია, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. ეს არ არის ჩემი პარტიული გამოსვლა. დღეს ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი, მე ვიტყოდი, მეცენატები – ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მავანს სურს, რომ თუ მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი რომ – საერთოდ რა არის და სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი. არადა, იმ სფეროში, რომელ სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები ვართ, სწორედ ის და მისი ოჯახი არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი მეცენატი და ის მილიარდობით თანხები, რაც ამ ოჯახმა ამ სფეროში ჩადო, ასევე, საერთაშორისო დონორებმა და ქართველმა ხალხმა ჯიბიდან ამოიღო და ჩადო სახელმწიფო ბიუჯეტში – ჩვენი ვალია, რომ კომიტეტმა და სამინისტრომ ერთად ვიმუშაოთ, რათა ეფექტიანად და ეფექტურად იყოს გამოყენებული, რათა მივაღწიოთ იმ ეროვნულ მიზანს, რასაც ჰქვია კონკურენტიანი საქართველოს მოქალაქე”, – თქვა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები