დავით ზალკალიანი: ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ჩვენი პარტნიორების განცხადებები და ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად უნდა გაიგონ

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უსმენს საერთაშორისო პარტნიორებს და კარგი იქნება, თუ ოპონენტებიც იმავეს გააკეთებენ.

“ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ოპოზიცია უნდა შევიდეს და იმ ხარვეზებზე იმ პარლამენტში უნდა ისაუბროს. ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ჩვენი პარტნიორების განცხადებები და ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად უნდა გაიგონ. სწორედ ის ფაქტი, რომ გუშინ, პირველი მოსმენის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, ეუთო/ოდირ-ში, მიანიშნებს ხელისუფლების მზაობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის შედეგად იქნას მიღებული ეს კანონმდებლები. კარგია, რომ დღეს ოპოზიციას აშშ-ის ელჩის მიმართ ასეთი დადებითი განწყობა აქვს, რაც არ იყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვითვალისწინებდით და მომავალშიც გავითვალისწინებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები