ბექა დავითულიანი პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოსავლენი კვლევებით დაინტერესდა

დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კითხვით მიმართა მინისტრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც მათ მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი აქცენტები მინისტრობის კანდიდატების მხრიდან. მაინტერესებს, პოსტპანდემიურ პერიოდში  რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ჩვენ, როგორც სახელმწიფოს ამ ვითარებაში და ამის პარალელურად თუ გვაქვს რაიმე კვლევა ჩატარებული რეგიონების პოტენციალის გამოსავლენად, რომ ისინი საინვესტიციო პაკეტებად ვაქციოთ და პროაქტიულად შევთავაზოთ პოტენციურ ინვესტორებს. სხვაგვარად და ორდინალური მიდგომებით, ჩემი აზრით, გაგვიჭირდება იმ თანხების მოზიდვა, რაც დასჭირდება როგორც პოსტპანდემიურ პერიოდში კრიზისიდან გამოსვლას, ასევე – ევროკავშირში განაცხადის გასაკეთებლად საჭირო ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირებას.
რაც შეეხება განათლებისა და კულტურის სფეროს, გვაქვს ჩვენ ფაკულტეტები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და თუ აქვს კვლევა განათლების სამინისტროს, რა ტიპის პროფესიები იქნება მომავლის პროფესიები და რამდენად სწორად ვაფინანსებთ ამ პროფესიების დაუფლებას. რა დასჭირდება ბაზად ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რამდენად გვაქვს გააზრებული კულტურის, როგორც ეკონომიკის დარგის პოტენციალი და არა როგორც, უბრალოდ, სუბსიდირებადი დარგის?”, – იკითხა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები