თავდაცვის სამინისტრო გაუჩინარებული სამხედროს პოვნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე  – თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე. დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას, აგრეთვე, სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს სამხედრო ნაწილში დროულად გამოუცხადებლობის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მყისიერად დაიწყეს ზომების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები