მოლდოვის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

მოლდოვის პრემიერმინისტრმა, იონ კიკუმ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავრობასთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგომის შესახებ ისაუბრა და, აქედან გამომდინარე, მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

კიკუს თქმით, დღეს ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ახალი კაბინეტის ფორმირებამდე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით იმსჯელებს.

მაია სანდუს ინაუგურაცია 24 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები