“ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები”

“ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა გლობალური კონკურენცია იქნება.

„გლობალური კონკურენცია პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა იქნება და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით იმისთვის, რომ პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ამას ემსახურება ჩვენი ეკონომიკური გეგმაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები