დავით სერგეენკო: ამომრჩევლებს ოპოზიციისთვის ხმა ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებლად არ მიუციათ, არამედ იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში
“იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, ეს ხმა არ მიუციათ ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ ხმა მისცეს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ცხადი გახდება, რომ ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯია გადადგმული და კიდევ უფრო მეტი გადასადგმელი.
,,იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, ეს ხმა არ მიუციათ ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ ხმა მისცეს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში. ეს არ არის ერთჯერადი, ეს არის ოთხწლიანი მანდატი.
დღეს ცხადი გახდება, რომ ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯი არის ამ მხრივ გადადგმული და კიდევ უფრო მეტი გადასადგმელი. ვფიქრობ, ეს არ იქნება მოლაპარაკების კარების დახურვა, არამედ პირიქით, ახალი შესაძლებლობების მიცემა. ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ ცვლილებებში ნეგატივი დაინახოს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის ის სტრუქტურირება, რომელიც დღეს გაცხადდება და დღეს იქნება მსჯელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.