ირაკლი ღარიბაშვილი: თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე
„თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე“, – ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, 3-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები აქტიურად სრულდება.
- ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ, საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.