დიმიტრი პესკოვი – ნავალნი ავადმყოფია, განდიდების მანიით არის შეპყრობილი და თავს იესოს ადარებს

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ავადმყოფს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ნავალნის დევნის მანია აქვს, ხოლო თავს, იესოსაც კი ადარებს.

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტს აქვს გამოხატული დევნის მანია. ასევე შეგვიძლია გარკვევით დავადგინოთ, რომ მას ახასიათებს გარკვეული მეგალომანიის გამოხატულებები. როგორც ვიცი, იგი თავს იესოსაც კი ადარებს დანარჩენი, რა თქმა უნდა, ფროიდის მიხედვით უკვე ბუნებრივი გამოვლინებებია,“ – განაცხადა პესკოვმა.

პრესსპიკერის თქმით, ეს არის მისი აზრი იმ გამოძიების შესახებ, რომელშიც ნავალნი ირწმუნება, რომ რუსეთის სადაზვერვო უწყებებმა მოწამლეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივ აღიარა, რომ ნავალნიზე ხორციელდებოდა დაკვირვება, თუმცა მან კატეგორიულად უარყო მისი მოწამვლის ფაქტი. ფსბ-მ გამოაცხადა, რომ ნავალნის მიერ გამოქვეყნებული საუბარი, სადაც იგი, სავარაუდოდ, ფსბ-ს ოფიცერთან კუდრიაცევთან საუბრობდა, ყალბი იყო.
დიმიტრი პესკოვის განცხადებას ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ Twitter -ზე გამოეხმაურა.


„პესკოვმა ჯერ თქვა, რომ ჩატარებულ გამოძიებას ჩემს მოწამვლასთან დაკავშირებით, არ უყურებს.
შემდეგ მან თქვა, რომ მე (რატომღაც მგონია პუტინი იყო, რომელიც ჩემს ტრუსებსაა ამოფარებული) შეპყრობილი ვარ განდიდების მანიით. შემდეგ მან თქვა, რომ თავს იესოს ვადარებდი. ალბათ იგი ასე მოიხსნიებს ქრისტო გროზევს… საინტერესოა,“ – დაწერა ნავალნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები