“გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში რჩება, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და და შობის ღამეები
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით ძალაში რჩება.
„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.
აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება, არ გაიხსნება ბაზრობები და არ მოიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა.