“მაღაზიები დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ, ყოველ 20 კვ/მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 ადამიანი”
მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, ამისთვის, მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვ/მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებელისა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში მომხმარებლების რიგების მართვა უნდა მოხდეს. დაცული უნდა იყოს დისტანცია და ეკეთოთ პირბადე.
ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს.
ტანსაცმლის მაღაზიებში არ იფუნქციონირებს გასახდელები, ამასთან მომხმარებელთა ინტერესბის დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში დაცული უნდა იყოს დისტანცია და პირბადის სავალდებულო და სწორად მოხმარება. დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მაღაზიების მფლობელებს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება, არ გაიხსნება ბაზრობები და არ მოიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა.