“24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება, არ გაიხსნება ბაზრობები და არ მოიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა” – მაია ცქიტიშვილი

“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს იმ მასშტაბით, როგორც დაგეგმილი იყო თავდაპირველად”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„კერძოდ, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ამ ქალაქებში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა.
სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. აგრალური ბაზრები კი ჩვეულებრივ იმუშავებენ, მხოლოდ წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ცენტრების მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებულ რეგულაციებს დაიცვავენ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები