დავით სერგეენკო: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან – ადრე გაზაფხულზე
“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან – ადრე გაზაფხულზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორთან გუშინ ჰქონდათ.
„რაც შეიძლება ადრე მივიღებთ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ოფისის დირექტორი იმყოფება ამ დღეებში და ჩვენ გუშინაც გვქონდა ამაზე საუბარი. შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან – ადრე გაზაფხულზე”, – განაცხადა სერგეენკომ.