ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი: ვამაყობთ, რომ საქართველოსა და მის ეკონომიკას ასეთ მძიმე პერიოდში ვაძლიერებთ

“ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოსა და მის ეკონომიკას ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად ვაძლიერებთ”, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, დამატებით 25 მილიონ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოსა და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე, მის ფინანსურ სექტორს და, პანდემიის მიუხედავად, მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებსა და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის”, – აღნიშნა მან.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით, თიბისი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 81 მილიონ ევრომდე ზრდის.

მხარდაჭერა გავრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებზეც. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება, იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები