რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დამყარდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 877 727 დადასტურებული შემთხვევაა.

გუშინ 28 948 ახალი ინფიცირებული იყო.

ასევე, ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ს 493 ადამიანი შეეწირა, სულ 51 361 ლეტალური შემთხვევაა.

დაავადება კიდევ 19 705-მა პირმა დაამარცხა, ჯამურად, 2 295 362 გამოჯანმრთელებულია.

ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მისკოვში, სანქტ პეტერბურგსა და მოსკოვის ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები