კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთის გარდა კიდევ სამ ქვეყანაში გამოვლინდა

ბრიტანეთში გამოვლენილი, SARS-CoV-2-ის ახალი შტამის მსგავსი მუტაცია ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაში გამოვლინდა.

უცხოური მედია აღნიშნავს, რომ ნიდერლანდებში თვის დასაწყისში გაკეთებული ტესტების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობას ვირუსის ახალი მუტაცია აქვს. ქვეყანა ბრიტანეთთან პირველ იანვრამდე ავიამიმოსვლას წყვეტს. ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ ევროკავშირის დანარჩენ წევრებთან იმუშავებენ, რათა მოხდეს ბრიტანეთიდან ახალი შტამის გავრცელების რისკის შემცირება.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას 20-მდე ქვეყანა წყვეტს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირი წევრი ქვეყნები დღეს საგანგებო სხდომას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები