ევროკავშირში დღეს, ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საგანგებო სხდომა ჩატარდება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო საგანგებო სხდომას გამართავენ.

გარდა ამისა, დღეს არის მოსალოდნელი, რომ ევროპის წამლების სააგენტო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვას გასცემს.

ბრიტანეთში გასულ კვირას გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ქვეყანასთან ავიამიმოსვლა 20-ზე მეტმა სახელმწიფომ შეაჩერა.

გუშინ ქვეყნის მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნი გამოაცხადა და შობის დღესასწაულზე შეზღუდვების შესუსტებაზე უარი თქვა.

ქვეყანაში აღნიშნავენ, რომ ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ის მთავრობის კონტროლს გასცდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები