“ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი ან ირიბად, ან გადაკვრით”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი” იმ საერთო პოზიციის ერთგული რჩება, რაც ოპოზიციურ პარტიებშია.
„ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, არსად განხილულა რევოლუციური სცენარი პირდაპირ ან ირიბად. ნიკა მელიამ თვითონ განმარტა, თუ რას გულისხმობდა, ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციას, ჩვენ გვაქვს პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას. ვრჩებით ერთგული იმ საერთო პოზიციის, რაც ოპოზიციურ პარტიებში არის. ველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ისევ და ისევ იმ საკითხებზე, რაც არის პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები და საარჩევნო გარემო”,- აღნიშნა ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში აზვირთდება, დიახაც, შეიძლება, გადაიზარდოს მშვიდობიან რევოლუციაში“.