ქაბულში, პარლამენტის წევრის ავტომობილს თავს დაესხნენ – დაღუპულია 9 ადამიანი (ვიდეო)

ქაბულში ავტომობილის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “TOLOnews” იუწყება.

აფეთქება სპინ კალანის მოედანზე მოხდა. ქაბულის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ფერდოუს ფარამარცის განცხადებით, აღნიშნულ რაიონში ცეცხლი სამ მანქანას ეკიდა, აფეთქების მიზეზი კი უცნობია. მისივე ცნობით პირველად ქაბულის პარლამენტის წევრის ხაჯი ჰანა მოხამმად ვარდაკის ავტომობილი აფეთქდა, მაგრამ ვარდაკი თავდასხმას გადაურჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები