“რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ, საქართველოში არ დგას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის.
„მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს. თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და, საბოლოოდ, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.
ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ, საქართველოში არ დგას. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება და, შეძლებისდაგვარად, სწრაფვა იქეთ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა იყოს გამოყენებული პოზიციისა და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.