სლოვაკეთის პრემიერს მაკრონთან კონტაქტის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

სლოვაკეთის პრემიერმინისტრ იგორ მატოვიჩს კოვიდ19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მიზეზით მატოვიჩი სამუშაო პროგრამას აუქმებს.

სლოვაკეთის პრემიერმა გუშინ მთავრობის სხდომას უხელმძღვანელა, ორშაბათს კი მინისტრებთან საგანგებო შეხვედრებს მართავდა.

მთავრობის კანცელარიამ ყველა მინისტრს, სახელმწიფო მდივნებს, რომლებიც სხდომებს ესწრებოდნენ, ტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

თავად იგორ მატოვიჩს კორონავირუსი, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანუელ მაკრონისგან გადაედო. გასულ კვირას მატოვიჩი ბრიუსელში მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

მაკრონის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, ამის შემდეგ ევროპის რიგი ლიდერი თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტები ჩააბარა.

ჯერჯერობით, უცნობია თავად მაკრონის ინფიცირების წყაროს შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები