ირაკლი ოქრუაშვილი: არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა

“არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა”, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა.

„მე მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ასე შემდეგ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, არ იქნება მშვიდობა. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა. დღეს მომავალს ვერ ხედავენ.

მეხუთე რაუნდს რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიების ჩახსნა მოხდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ შემოდით პარლამენტში, მეხუთე რაუნდის დროს აზრს კარგავს, ლოგიკას კარგავს. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმაზე, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები