თავდაცვის სამინისტრო: რუსთავის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა

რუსთავის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა. ამის შესახებ “კვირას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სადაც მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19-ით 29 წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯარისკაცი გარდაიცვალა, არის მორიგი ტყუილი, დეზინფორმაცია, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მიზანმიმართულად და ურცხვად იტყუებიან. არც კი უცდიათ გადამოწმება. ინფორმაციაში ნახსენები სახელი და გვარი არ ირიცხება თავდაცვის ძალებში. P.S. ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება და ასევე სამწუხაროა დეზინფორმაციის გავრცელება“, – წერს სოცქსელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკა მოლოდინაშვილი.

როგორც კლინიკა „რუსთავის“ სამედიცინო ხელმძღვანელი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე იყო კრიტიკული და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე,
„პაციენტი 10 დეკემბერს იქნა შემოყვანილი, მდგომარეობა თავიდანვე იყო კრიტიკული და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ვინაიდან აღენიშნებოდა სატურაციის ძალიან დაბალი რიცხვები. კვლევებით აღენიშნებოდა ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანება. ჩატარებული ტესტით დაუდგინდა კოვიდი, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თანმხლები დაავადება, როგორც ვიცი, არ აღენიშნებოდა,” – განაცხადა კლინიკა „რუსთავის“ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები