ვახტანგ გომელაური: შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, უწყებამ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, რომელიც მოძალადის მიმართ ელექტრონული მონიტორინგის დაწესებას უკავშირდება.

ამის შესახებ    ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით უკავშირდება ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შემოღებას მოძალადის მიმართ, რომლის მიზანია მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ახალი რეგულაციების თანახმად, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით. სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე ნახევარში, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. წელს კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები