ვახტანგ გომელაური: ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, უწყებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად.

ამის შესახებ გომელაურმა საზოგადოებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

“ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში UNICEF კონცეფციისა და რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო. ჩვენი ინიციატივით, 2020 წელს მიღებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რის შედეგადაც გამკაცრდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ძალადობისთვის სასჯელი, ასევე, შეიქმნა აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები