აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ-ერთ პირს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის მიმდინარეობის დროს სამართალდამცველების მიმართ ძალადობის მუხლით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ათი ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

„პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ყოფილიყო აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული, თუმცა, თუ მოსამართლის ინიციატივით მაინც იქნებოდა გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, ყოფილიყო მინიმალური, 1 000-ლარიანი გირაო.  სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება იმ საკითხს, გავასაჩივრებთ თუ არა, ამ ყველაფერზე ბრალდებულთან გავივლი კონსულტაციებს“, – განაცხადა საია-ს ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები