დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი სამუშაო რეჟიმში განიხილეს.

„ჯანდაცვის კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. ბიუჯეტის პროექტში ასახულია კოვიდ 19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. რასაკვირველია, პანდემიიდან გამომდინარე, ყველაფრის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა შესაძლო დანახარჯი, რაც შეიძლება, ამ პროცესს მოყვეს. საუბარია როგორც კლინიკების მართვაზე, ასევე, საწოლფონდის დამატებითი რესურსების საჭიროებებსა და ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურად განხორციელებაზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები