ნათია თურნავა: კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ კომუნიკაცია უკვე შედგა.

„გვქონდა ჩვენ არაერთი კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“ და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება, ანუ მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება. შეიძლება, ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ, ამავდროულად, ხედავდეს, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის მომხმარებლების გადახდისუნარიანობა არის საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იმიტომ, რომ არ არის მარტივი წელი, არის რთული წელი. აქედან გამომდინარე, თუკი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ, ყოველთვის შეიძლება, გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები