ჯანმო: შობის დღესასწაულზე წესების დარღვევა ევროპაში კორონავირუსის ახალ აფეთქებას გამოიწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროში აცხადებენ, რომ 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი, თუ საშობაო დღესასწაულებზე საჭირო წესები არ იქნება დაცული.

“მიუხედავად სუსტი პროგრესისა, ევროპის რეგიონში კოვიდ19-ის გავრცელება რჩება მაღალი და ინტენსიური. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ 2021 წლის პირველ დღეებსა და კვირებში ახალი აფეთქება მოხდეს, ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს არ მოხდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია სამთო სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყნებს ურჩევს, დღესასწაულებზე ადაპტაციის სისტემებს გადახედოს, რომ ხალხმრავლობა იყოს გამორიცხული, განსაკუთრებით – დახურულ სივრცეებში.

ასევე, ჯანმო გამოდის რეკომენდაციით, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა გადახედონ მასობრივი ღონისძიებების დაშვებას, ასევე, შეძლებისდაგვარად მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განტვირთვა.

განცხადების თანახმად, წელს საშობაო რელიგიური მსახურების გამართვა რეკომენდებულია ღია ცის ქვეშ და ადამიანების შეზღუდული რაოდენობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს, რომ დახურულ სივრცეებში შეხვედრები სახიფათოა, რადგან ისინი ხშირად სხვადასხვა ასაკის ადამიანებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები