თამარ გაბუნია: ეს კვირა იქნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით, რამდენად შენარჩუნდება ის შედეგი, რომელიც ამ შეზღუდვების ფონზე მივიღეთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია ნამდვილად აღინიშნება.
„3 487 შემთხვევა იყო დღეს დადასტურებული, 17 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, თუმცა, ეს კვირა იქნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით, რამდენად შენარჩუნდება ის შედეგი, რომელიც ამ შეზღუდვების ფონზე მივიღეთ და ცალსახად იკვეთება პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება მობილობის შეზღუდვასა და შედეგების ამგვარ მაჩვენებლებს შორის, ანუ ეპიდემიის ამგვარ მაჩვენებლებს შორის.
შემდეგ, ამ ცვლილებების მიხედვით იქნება მიღებული შესაბამისი გდაწყვეტილებები, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური მართვის გეგმა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.