“მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების წარმომადგენლებთან და ვისაუბრებთ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება 24 დეკემბრიდან შეზუდვების მოხსნა”
“ამ დღეებში, პრემიერმინისტრის დავალებით, შეხვედრა მექნება არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, ახლა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა.
„იცით, რომ დაწესებული გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვები, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გვაქვს, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის პირდაპირი შედეგი წერტილოვანი შეზღუდვების და ასევე ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის.
ამ შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, ახლა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა, ამიტომ, ეს მონაპოვარი მართლაც არ გვეთმობა. ამ დღეებში, პრემიერმინისტრის დავალებით, შეხვედრა მექნება არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.