თამარ გაბუნია: ჩვენი მიზანია დღეში 20 000 ტესტის ჩატარება, თუმცა, ეს დამოკიდებულია მოთხოვნაზე

“ჩვენი მიზანია დღეში 20 000 ტესტის ჩატარება”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ზოგიერთ დღეს სამედიცინო დაწესებულებებს ნაკლები პაციენტი მიმართავს.

„რაც შეეხება ტესტირების რაოდენობას, ჩვენი მიზანია დღეში 20 000 ტესტის ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ზოგიერთ დღეს სამედიცინო დაწესებულებებს ნაკლები პაციენტი მიმართავს. უფრო ნაკლები ტესტი ტარდება შაბათ-კვირას. ამ დღეებში დაწესებულებების ნაწილი მუშაობს და პაციენტს შეუძლია, გაიაროს ტესტირება, მაგრამ მაინც შაბათ-კვირის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ყველაზე მეტი ტესტი ტარდება ორშაბათობით და შემდეგ დღეებში დაახლოებით 18-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება. ესაა ბუნებრივი ვარიაცია, თუმცა, იმის პრობლემა, რომ ტესტები არაა საკმარისი რაოდენობით ან სამედიცინო დაწესებულება არაა მზად პაციენტების მისაღებად, არ დგას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები