კახა კალაძე: სინამდვილეში, ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს – თბილისის მერმა ფოტოს გმირს, მრავალშვილიან ოჯახს უმასპინძლა
თბილისის მერი, კახა კალაძე იმ მამა-შვილს პირადად შეხვდა, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კალაძემ შეხვედრის ფოტო ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
,,სინამდვილეში, ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს.
მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ, საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახსა და სამშობლოს,” – წერს კახა კალაძე.
კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის.
ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არცერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.