კომპოზიცია „მღელვარე ყვავილებით და წრის მსგავსი ფიგურით“ – ვასილ კანდინსკის დაბადების დღე
16 დეკემბერს ვასილ კანდინსკი დაიბადა (1866-1944).
საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქვეყნებს მხატვრის ნამუშევარს – „სურათი წრით“ (1911). – ტილო, ზეთი. 139 x 111 სმ.
სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში ინახება.
„თავიდან მე არ ვიყავი კმაყოფილი ამ სურათით და მისთვის ნომერიც კი არ მიმინიჭებია, არადა ამას სულ ვაკეთებ. უფრო მეტიც, ჩემი სახელიც კი არ წამიწერია მასზე და არცერთ სიაში არ შემიტანია, მაგრამ წლების შემდეგ იგი ძალიან მომეწონა. ეს არის საკმაოდ დიდი კომპოზიცია, თითქმის კვადრატული, მღელვარე ყვავილებით და წრის მსგავსი ფიგურით მარჯვენა ზევითა კუთხეში” (ვასილ კანდინსკი).