კელი დეგნანი: ვფიქრობ, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი​ გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, გრიგოლ ვაშაძე გამორჩეული ქართველია, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით.

„ბატონი ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით. ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები