ე.წ.სამხრეთ ოსეთში ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შეამსუბუქეს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შეასუსტა.

როგორც ე.წ.მთავრობის სხდომაზე ე.წ.მთავარმა სანიტარმა მარინა კოჩიევამ განაცხადა, ბოლო კვირების “განმვალობაში ვითარება სტაბილიზირებულია”.

შესაბამისად გადაწყდა, რომ გარკვეული ზომების გაუქმება უნდა მოხდეს. კერძოდ, კვების ობიექტებში კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაა ნებადართული, ასევე სოფლებში სკოლები განაახლებენ მუშაობას.

ასევე, ამიერიდან თანამშრომლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის ვალდებულება დამსაქმებელს არ ექნება, გადაწყვეტილება სურვილის შესაბამისად იქნება მიღებული.

ამასთანავე, 15 იანვრამდე გახანგრძლივდა სკოლების მუშაობის განახლება, გარდა დაბალი კლასების, ასევე უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობა.

გახანგრძლივდა საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარების რეჟიმი, მათ შორის 10 წელზე დიდი ასაკის ბავშვებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები