ევროპის წამლის სააგენტო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას შობამდე დაამტკიცებს და არა – თვის ბოლოსთვის, როგორც ეს ადრე იყო მოსალოდნელი
ამის შესახებ Bild-ი ევროკომისიასა და გერმანიის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი დამტკიცება 23 დეკემბერს მოხდება.
მოსალოდნელია, რომ გერმანიაში ვაქცინაცია უკვე 26 დეკემბერს დაიწყება.
ასევე, რეგულატორის ანალოგიური გეგმის შესახებ ინფორმაცია Reuters-მაც მოიპოვა.
დეკემბრის დასაწყისში ევროპის რეგულატორში განაცხადეს, რომ Pfizer/BioNTech -ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის გადაწყვეტილებას 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღებდა, ხოლო Moderna-ს პრეპარატის – 12 იანვრამდე.
მოსახლეობის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრა ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში უკვე მიმდინარეობს, ევროპაში პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
გუშინ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ევროპის რეგულატორი ნებართვის გაცემის გაჭიანურებისთვის გააკრიტიკა.